პროექტის გეგმის ნიმუშები
პროექტი "მათემატიკური სოფიზმები"
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: როგორ წარმოიშვა წილადები და ათწილადები.
პროექტში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: დაწყებითი საფეხური, მე-6 კლ
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: არ მყავს.
პროექტის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს წილადების და ათწილადების წარმოშობის
და განვითარების ისტორიას; უკეთ გაიაზროს
წილადებისა და ათწილადების დანიშნულება, გაიღრმაოს საკითხთან დაკავშირებული ცოდნა.
განივითაროს ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და წარმოდგენის უნარ-ჩვევა.
პროექტის გრძელვადიანი მიზნები: მოსწავლეები დაინახავენ წილადი და ათწილადი რიცხვების
შესწავლის საჭიროებას, გაიღრმავებენ მათემატიკურ ცოდნას.
პროექტის აქტუალობა: ათწილადების შესწავლისას, მოსწავლეებს ხშირად ებადებათ
შეკითხვები: „ვინ მოიგონა ათწილადები?“ „როგორ მიხვდნენ რომ წილადები დაჭირდებოდათ?“.
რა თქმა უნდა, საგაკვეთილო დრო არ იძლევა ყველა კითხვაზე ამომწურავად პასუხის გაცემის
საშუალებას. პროექტის დადებითი მხარე არის ის, რომ მოსწავლეებს მასწავლებლის მითითებით,
ხელმძღვანელობით შეუძლიათ თვითონ იპოვონ ამ კითხვებზე პასუხი, ამასთან განივითარონ
ინფორმაციის მოძიების, გაფილტვრის, დახარისხების, დროის მართვის, პასუხისმგებლობის
და ინფორმაციის წარმოდგენის უნარ-ჩვევები. აღნიშნული პროექტიც, რა თქმა უნდა, ხელს
შეუწყობს როგორც ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე წილადების და ათწილადების
შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა
ესგ-თან კავშირი:
მათ.VI.1. მოსწავლეს
შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება
პოზიციური სისტემის გამოყენებით.
Ø გამოსახავს ათწილადებს სხვადასხვა სახით (მათ შორის რიცხვით სხივზე); წერს სასრულ ათწილადს წილადის სახით;
Ø კითხულობს სასრული ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის რიცხვით სხივზე);
Ø წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად ნაწილებს, წილადის მრიცხველს და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/შედარებისა და დალაგებისას;
Ø გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს წილადს სასრული ათწილადით შესაბამის შემთხვევაში.
მათ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული
მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
Ø იყენებს რაციონალური რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს და არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად (მაგალითად,
მათი
ზეპირად
შესრულებისას);
Ø ამრგვალებს ათწილადებს მოცემული სიზუსტით (მეათედისა და მეასედის); მიახლოებით პოულობს (სიზუსტის მითითების გარეშე) არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობას;
Ø პოულობს უცნობ გამყოფს მოცემული განაყოფითა და გასაყოფით; ანალოგიურად პოულობს ერთ-ერთ უცნობ თანამამრავლს მოცემული მეორე თანამამრავლითა და ნამრავლით; ამოწმებს პასუხს.
საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეს შეუძლია Google-ის საძიებო სისტემაში მუშაობა. შეუძლია წილადებსა და
ათწილადებზე მოქმედებების შესრულება.
პროექტის განხორციელების ნაბიჯები და კალენდარი შესასრულებელი
საქმიანობების მიხედვით:
1)
პირველი შეხვედრა
პროექტის იდეის გაცნობა მოსწავლეებისათვის; ჯგუფებად გაყოფა;
სამოქმედო გეგმის შედგენა; პროექტის განხორციელების დროზე შეთანხმება; დავალების მიცემა
შესაბამისი ინტერნეტმისამართების და წიგნის
მითითებით. (ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება მოხდება სურვილის მიხედვით, ორ ჯგუფს დავავალებ
ინფორმაციის ინტერნეტიდან მოპოვებას, ორს კი წიგნიდან „საყმაწვილო ენციკლოპედია. მათემატიკა“
);
2)
მე-2
შეხვედრა
შევამოწმებ,
დაიწყეს თუ არა მუშაობა, რაიმე პრობლემა ხომ არ წარმოიშვა, რომელის მოგვარებაშიც ჭირდებათ
დახმარება;
3)
მე-3
შეხვედრა
შუალედური
მონიტორინგი - შევამოწმებ მოსწავლეების მიერ
მოპოვებულ ინფორმაციას. დავეხმარები, გამოყონ მნიშვნელოვანი საკითხები. მივცემ რჩევას
პრეზენტაციის გაკეთების შესახებ და გადავცემ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას.
4)
მე-4
შეხვედრა
თითოეული
ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ პრეზენტაციას თემაზე „წილადების და ათწილადების წარმოშობა“და
ერთ, თავიანთ შედგენილ ამოცანას, რომელიც მოიცავს წილადებსა და ათწილადებზე მოქმედებებს,
წარუდგენს კლასს. ერთად განვიხილავთ პროექტის მიღწეულ მიზნებს და განვიხილავთ შედეგებს;
მოვახდენთ ურთიერთშეფასებას და თვითშეფასებას
მონიტორინგი/შეფასება:
ჯგუფის მუშაობის შეფასებას მოვახდენ შეფასების რუბრიკის
მიხედვით:
პროექტის შეფასების რუბრიკა
|
|||
შეფასების
/დაკვირვების საგანი
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის
მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის
მუშაობა წარმატებულია
|
წილადების და ათწილადების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და
წარმოდგენა
|
არ არის მოძიებული საჭირო ინფორმაცია ან მოძიებული ინფორმაცია არ შეესაბამება
მოთხოვნილს
|
მოძიებულია საჭირო ინფორმაცია, თუმცა არასრულად.
|
საჭირო, ადექვატური ინფორმაცია
სრულად არის მოძიებული.
|
ამოცანის შედგენა, რომლის ამოხსნაც საჭიროებს წილადებსა და ათწილადებზე
მოქმედებების შესრულებას.
|
ჯგუფმა ვერ შეადგინა და ვერ წარმოადგინა ამოცანა
ან
შეადგინა ამოცანა, რომელიც შეიცავდა არასაკმარის პირობებს.
|
ჯგუფმა შეადგინა და წარმოადგინა ამოცანა, რომლის ამოხსნაც საჭიროებდა
წილადებსა და ათწილადებზე მოქმედებების შესრულებას, მაგრამ იყო საკმაოდ მარტივი,
ან რთული, ანდა შეიცავდა ზედმეტ პირობას.
|
ჯგუფმა შეადგინა და წარმოადგინა ამოცანა, რომლის ამოხსნაც საჭიროებდა
წილადებსა და ათწილადებზე მოქმედებების შესრულებას. ამოცანის გადაწყვეტა დაძლევადი
იყო თანაკლასელებისათვის.
|
თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის
|
ჯგუფის წევრებს შორის არ შედგა კომუნიკაცია, მოქმედებდნენ ქაოსურად.
|
ჯგუფის წევრები ზოგჯერ თანამშრომლობენ და დახმარებას უწევენ ერთმანეთს,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ჯგუფის წევრები ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობენ, საჭირო შემთხვევაში
დახმარებას უწევენ ერთმანეთს, იზიარებენ ერთმანეთის აზრებს
|
დროის მართვა
|
პროექტის დავალებები ვერ შეასრულეს მოთხოვნილ ვადებში
|
პროექტის რომელიმე ერთი დავალება
ვერ შეასრულეს დაგეგმილ დროში
|
პროექტის ყველა ამოცანა შეასრულა დაგეგმილ დროში
|
პროდუქტი - პრეზენტაცია წილადების და ათწილადების წარმოშობის შესახებ
|
ჯგუფმა ვერ წარმოადგინა პრეზენტაცია,
ან
წარმოდგენილი პრეზენტაცია შეიცავს
შეცდომებს და გაუგებარია,
ან,
პრეზენტაცია არ შეესაბამება თემას
|
წარმოდგენილი პრეზენტაცია არ არის ლაკონური, ან არ არის საინტერესო,
ან არ მოიცავს ყველა ძირითად საკითხს.
|
წარმოდგენილი პრეზენტაცია ლაკონურად, საინტერესოდ და გასაგებად არის
აგებული, მოიცავს ყველა ძირითად საკითხს.
|
პრეზენტანტი (პრეზენტაციის წარმდგენი)
|
საუბრობს არადამაჯერებლად. ნაკლებად ამყარებს მხედველობით კონტაქტს მსმენელთან.
ზოგიერთ საკითხს არ განმარტავს.
|
მეტყველებს მკაფიოდ, გამართულად, დამაჯერებლად. ნაკლებად ამყარებს მხედველობით
კონტაქტს მსმენელთან. პრეზენტაციაში მოყვანილ ზოგიერთ ინფორმაციას არ განმარტავს.
|
მეტყველებს მკაფიოდ, გამართულად, დამაჯერებლად. ამყარებს მხედველობით
კონტაქტს მსმენელთან. განმარტავს პრეზენტაციაში მოყვანილ ინფორმაციას.
|
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: „მათემატიკა პროფესიებში“.
პროექტში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: საბაზო საფეხური, მე-8 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 17
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: არ არის.
პროექტის მიზანი:
·
მათემატიკის
შესწავლის ინტერესის გაძლიერება, მათემატიკის სწავლის შედეგების გაუმჯობესება.
·
მონაცემების
მოპოვების, ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის, ურთიერთთანამშრომლობის, სოციუმთან კომუნიკაციის
უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის გრძელვადიანი მიზნები: საგან მათემატიკის პოპულარიზაცია - მოსწავლეებში გაიზრდება მათემატიკის შესწავლის ინტერესი,
რაც აამაღლებს მათი სწავლის ხარისხს, დაეხმარება
მომავალი პროფესიის დაუფლებასა და პროფესიულ წარმატებაში.
პროექტის აქტუალობა: ნებისმიერ სფეროში დასაქმებულისათვის მათემატიკის ცოდნა საჭიროა,
თუმცა ხშირად, ბავშვობის ასაკში მყოფ ადამიანს ჰგონია, რომ არსებობს პროფესიები, რომლებშიც
არ ჭირდებათ მათემატიკა. კვლევებით დადასტურებულია, რომ 14-15 წლის ასაკში მოზარდები
კარგავენ მათემატიკის შესწავლის ინტერესს. ამიტომ მნიშვნელოვანია გააცნობიერონ მათემატიკის
სწავლის საჭიროება.
პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები დარწმუნდებიან
მათემატიკის შესწავლის აუცილებლობაში, მათში გამოიწვევს საგნის უკეთესად შესწავლის
ინტერესს, გაიუმჯობესებენ სწავლის შედეგებს.
მათ. VIII.4. მოსწავლეს
შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ხსნის ბუნებისმეტყველების დარგებიდან
მომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე;
- იყენებს გამორიცხვის ან ამოწურვის მეთოდს
რიცხვებზე ამოცანების ამოხსნისას და განმარტავს გამოყენებულ ხერხს (მაგალითად,
ავსებს არითმეტიკული მოქმედების წერითი
ალგორითმის ნიმუშს, სადაც ზოგიერთი რიცხვი სიმბოლოებით არის შეცვლილი);
- ირჩევს და იყენებს სიდიდის ცვლილების
სიჩქარის შესაფერის ერთეულებს; გამოსახავს მცირე ერთეულს დიდი ერთეულის გამოყენებით.
ესგ-თან
კავშირი: მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და
მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს
რესპონდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით;
საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეს გააჩნია კითხვარების შედგენის, მონაცემების
შეგროვების და მათი ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის უნარ-ჩვევა.
პროექტის განხორციელების ნაბიჯები და კალენდარი შესასრულებელი
საქმიანობების მიხედვით:
1.
კითხვარების
შედგენა, ჯგუფებად გაყოფა;
ჯგუფებისათვის გამოსაკითხი, ჩვენივე სკოლის მოსწავლეების კლასების მიხედვით განაწილება.
პროექტის გეგმის და დროის ჩარჩოს შემუშავება;
2.
მონაცემების
შეგროვება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში:
რა პროფესიას სურთ დაეუფლონ და მათი აზრით, ამ პროფესიაში საჭიროა თუ არა მათემატიკა;
3.
პროფესიების
მიხედვით რესპოდენტების შერჩევა და ჯგუფებისათვის გადანაწილება.
4.
მოსწავლეები
შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, აიღებენ მათგან ინტერვიუს და გაიგებენ, რამდენად იყენებენ მათემატიკას პროფესიულ
საქმიანობაში. თითოეული ჯგუფი გამოიკითხავს 3-4 პროფესიის ადამიანს.
5.
პრეზენტაციების
მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი ექნებათ: გამოკითხვის დროს მოპოვებული მონაცემები
ხელსაყრელი ფორმით; ინტერვიუები; რომელიმე სპეციალობის შესახებ შედგენილი ორი ამოცანა.
6.
პრეზენტაციას
სასკოლო საზოგადოების წინაშე. პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს გამოკითხვის შედეგებს, ინტერვიუებს,
პროფესიებთან დაკაშირებულ მათ მიერ შედგენილ ამოცანებს. იმსჯელებენ მათემატიკის სწავლის
საჭიროებაზე, მოხდება პროექტის შეჯამება. მოსწავლეები ისაუბრებენ პროექტის მნიშვნელობაზე,
დაწერენ რეფლექსიას.
მონიტორინგი/შეფასება: პროექტის მიმდინარეობისას მასწავლებელი თვალყურს მიადევნებს
მოსწავლეთა მუშაობას, საჭირო შემთხვევაში გაუწევს დახმარებას ან კონსულტაციას, აწარმოებს
„მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილს“.
მასწავლებელი ჯგუფების
მუშაობის შეფასებას მოახდენს შეფასების რუბრიკის გამოყენებით, მოსწავლეები კი რეფლექსიის
კითხვარის საშუალებით.
პროექტი წარმატებულად
ჩაითვლება, თუ მიღწეული იქნება პროექტის მიზანი, ამასთან დაგეგმილი აქტივობები დროულად და სწორად იქნება შესრულებული.
პროექტის შეფასების რუბრიკა
|
|||
შეფასების
/დაკვირვების საგანი
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის
მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის
მუშაობა წარმატებულია
|
მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა
|
არ არის მოძიებული საჭირო ინფორმაცია ან მოძიებული ინფორმაცია არ შეესაბამება
მოთხოვნილს
|
მოძიებულია საჭირო ინფორმაცია, თუმცა არასრულად.
|
საჭირო, ადექვატური ინფორმაცია
სრულად არის მოძიებული.
|
ინტერვიუს აღება და ჩაწერა
|
ინტერვიუ აღებულია ერთი ან ორი პროფესიის წარმომადგენლისაგან
|
ინტერვიუების ძირითადი ნაწილი აღებულია, აკლია ერთი რომელიმე პროფესიის
ადამიანის გამოკითხვა
|
ინტერვიუ აღებულია ყველა იმ პროფესიების წარმომაგდენელისაგან, რომელიც
ჯგუფს ჰქონდა დავალებული
|
ამოცანის შედგენა, რომლის პროფესიებს უკავშირდება
|
ჯგუფმა ვერ შეადგინა და ვერ წარმოადგინა ამოცანა.
|
ჯგუფმა შეადგინა და წარმოადგინა ერთი ამოცანა, რომლის ამოხსნაც უკავშირდებოდა
პროფესიებში მათემატიკის გამოყენებას. ამოცანებს გადაწყვეტა დაძლევადი იყო თანაკლასელებისათვის.
|
ჯგუფის მიერ ორი ამოცანა, რომლებიც
უკავშირდებოდა პროფესიებში მათემატიკის გამოყენებას. ამოცანებს გადაწყვეტა დაძლევადი
იყო თანაკლასელებისთვის.
|
თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის
|
ჯგუფის წევრებს შორის არ შედგა კომუნიკაცია, მოქმედებდნენ ქაოსურად.
|
ჯგუფის წევრები ზოგჯერ თანამშრომლობენ და დახმარებას უწევენ ერთმანეთს,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ჯგუფის წევრები ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობენ, საჭირო შემთხვევაში
დახმარებას უწევენ ერთმანეთს, იზიარებენ ერთმანეთის აზრებს
|
დროის მართვა
|
პროექტის დავალებები, ერთზე მეტ შემთხვევაში, ვერ შეასრულეს მოთხოვნილ
ვადებში
|
პროექტის რომელიმე დავალების
შესრულებისას ერთი დღით გადააჭარბეს გაწერილ დროს
|
პროექტის ყველა ამოცანა შეასრულა დაგეგმილ დროში
|
პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს საკითხებს: 1.გამოკითხვის შედეგებსა და
ანალიზს;
2.ინტერვიუებს; 3.ორ ამოცანას, რომელიც რომელიმე პროფესიას უკავშირდება
|
ჯგუფმა ვერ წარმოადგინა პრეზენტაცია,
ან
წარმოდგენილ პრეზენტაციას აკლია
საკითხები 1. და 3.
ან
აკლია საკითხი 2.
|
წარმოდგენილი პრეზენტაცია არ არის ლაკონური, ან არ არის საინტერესო,
ან არ მოიცავს ყველა ძირითად საკითხს - აკლია ჩამოთვლილთაგან რომელიმე: გამოკითხვის
შედეგების ანალიზი, ან ამოცანები.
|
წარმოდგენილი პრეზენტაცია ლაკონურად, საინტერესოდ და გასაგებად არის
აგებული. მასში გაანალიზებულია გამოკითხვის შედეგები, ინტერვიუები და ორი, პროფესიასთან დაკავშირებული
ამოცანა.
|
პრეზენტანტი (პრეზენტაციის წარმდგენი)
|
საუბრობს არადამაჯერებლად. ნაკლებად ამყარებს მხედველობით კონტაქტს მსმენელთან.
არ საუბრობს საინტერესოდ
|
მეტყველებს მკაფიოდ, გამართულად, დამაჯერებლად. ნაკლებად ამყარებს მხედველობით
კონტაქტს მსმენელთან. საუბრობს საინტერესოდ.
|
მეტყველებს მკაფიოდ, გამართულად, დამაჯერებლად. ამყარებს მხედველობით
კონტაქტს მსმენელთან. საუბრობს საინტერესოდ, ლაკონურად
|
პროექტი "მათემატიკური სოფიზმები"
No comments:
Post a Comment