სახალისო და ლოგიკური ამოცანები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის

1. ტყეში 4 ბავშვი წავიდა და 4 სოკო იპოვეს. რამდენ სოკოს იპოვიდნენ 2 ბავშვი რომ წასულიყო?

2. ხის მორი 6 ნაწილად უნდა გადახერხონ. რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ, თუ ერთი გადახერხვა 1 ლარი ღირს?

3. ერთი კვერცხი ადუღებიდან 4 წუთში იხარშება. ადუღებიდან  რამდენ წუთში მოიხარშება 5 კვერცხი?

4. ლიზის აქვს 3 მთლიანი ვაშლი, 8 ნახევარი და 8 მეოთხედი. სულ რამდენი ვაშლი აქვს ლიზის?

5. ანი თავის ძმაზე 5 წლით უფროსია. რამდენი წლით უმცროსი იქნება ძმა ანიზე 3 წლის შემდეგ?

6. იპოვე ნამრავლის მნიშვნელობა: 0*1*2*3*4*5*6*7*8*9*10.

7. ბავშვები მწკრივში დადგნენ. დავითი ზუსტად შუაში მოხვდა. მან მწკრივს გადახედა და თავის მარჯვნივ მდგარ მარიამს ჩასჩურჩულა: შენგან მარჯვნივ ზუსტად 5 ბავშვი დგას. სულ რამდენი ბავშვი იდგა მწკრივში?

8. ცაში ბატების გუნდი მიფრინავს - ერთი წინ და ორი უკან, ერთი უკან და ორი წინ, ერთი ორს შორის და სამი მწკრივში. რამდენი ბატია გუნდში?

9. გლეხმა ცხენი იყიდა 10 ლარად და გაყიდა 20 ლარად, შემდეგ იგივე ცხენი იყიდა 30 ლარად და გაყიდა 40 ლარად. რამდენი ლარი მოგება მიიღო გლეხმა?

10. სირბილში შეჯიბრის დროს ვანიკომ მეორე ადგილზე მყოფ მორბენალს გაუსწრო. რომელ ადგილზეა ახლა ვანიკო?

11. ეტლში შებმული ორი ცხენიდან თითოეულმა 10 კილომეტრი გაიარა. რამდენ კილომეტრზე გადაადგილებულა ეტლი?

12. 3 ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი 12 დღეში?











ვებში გამოქვეყნებულ სლაიდებში საათის ისარი საწინააღმდეგოდ ბრუნავს :))))

1 comment:

  1. საინტერესო ბლოგია, მრავალფეროვანი

    ReplyDelete