ჩემი ბლოგის მიზანია:
- ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა;
- სასწავლო რესურსების წარმოდგენა;
- კოლეგებისათვის პირადი გამოცდილების გაზიარება;
- დაინტერესებული საზოგადოებისათვის დახმარების გაწევა სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვებაში;
- საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებულ ვებგვერდებზე გამარტივებული ნავიგაცია;
- დაინტერესებული პირებისათვის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
📗 📝 📘 📝 📙
ბლოგის შეფასების კითხვარი
ძვირფასო სტუმრებო! ძალიან დამეხმარებით, თუ რამდენიმე წუთს დამითმობთ და შემივსებთ კითხვარს, სადაც გამიზიარებთ აზრს ბლოგთან, საგნის სწავლების მეთოდოლოგიასთან, მიდგომებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ მოსაზრებები და რეკომენდაციები დატოვოთ კომენტარების სახით. თქვენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ.
პატივისცემით, ლია ასანაშვილი
ლია, ძალიან კარგად ორგანიზებული ბლოგი გაქვს, მეც მეხმარება
ReplyDelete