გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი:
ლია ასანაშვილი
საგანი:
მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო საფეხური, VIII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:
17
გაკვეთილის თემა:
წრფივი ფუნქციის გრაფიკის გამოყენება შესყიდვებთან დაკავშირებულ
ამოცანებში.
გაკვეთილის ტიპი:
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
ü პრაქტიკული
ამოცანის ამოხსნისას ამოცანის მათემატიკური მოდელის შედგენა;
ü კოორდინატთა
მეთოდის პრაქტიკული გამოყენება.
ü ფუნქციური
დამოკიდებულების გეომეტრიული გამოსახვის საშუალებით დასკვნების გაკეთება და სამომხმარებლო
კონტრაქტიდან უკეთესის შერჩევა.
მოსწავლემ განივითაროს ანალიზის, მსჯელობა-დასაბუთების
და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
რესურსები
|
დრო
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის დაწყებისთანავე მასწავლებელი შეეკითხება მორიგეს, ვინ არ
ესწრება გაკვეთილს და დასწრებას აღრიცხას საკლასო ჟურნალში
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი
|
1 წთ
|
2
|
გაკვეთილის ტიპის, თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, მოკლედ
მიმოიხილავს განსახორციელებელ
აქტივობებს, განუმარტავს შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე ჩამოწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი, აქტივობები, შეფასების
კრიტერიუმები
|
3 წთ
|
3
|
მოტივაციის და ყურადღების გასაძლიერებლად მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს
პრაქტიკულ ამოცანას: გია ქალაქიდან სოფელში ტაქსით უნდა დაბრუნდეს. პირველი ტაქსის
მძღოლმა უთხრა, რომ ყოველი კილომეტრის გავლაზე ლარი და 40 თეთრი უნდა გადამიხადოო.
მეორემ კი ასეთი პირობა შესთავაზა: აქვე გადამიხადე 10 ლარი და ყოველ გავლილ კილომეტრზე
ლარს გამოგართმევო. ქალაქიდან სოფლამდე
20 კილომეტრია. გია მეორე ტაქსიში ჩაჯდა. სწორად მოიქცა გია?
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, პასუხი გამოთვლებით დაასაბუთონ.
|
მსჯელობა-დასაბუთების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი, ფლიპჩარტზე წარმოდგენილი ამოცანა.
|
4 წთ
|
4
|
წინარე ცოდნის გააქტიურება.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს ამოცანას, რომელსაც განიხილავენ და დაწერენ დაფაზე:
ზოოპარკში შესასვლელი ბილეთი 2 ლარი ღირს, ზოოპარკის ტერიტორიაზე თითოეული ატრაქციონით
სარგებლობა კი - 3 ლარი. ლაშას სურს ზოოპარკში წავიდეს და ატრაქციონებზე გაერთოს.
რა თანხა ექნება გადასხდელი მას x
ცალი ატრაქციონით სარგებლობისას?
და დაუსვამს შეკითხვებს: თუ გადასახდელ თანხას y-ით აღვნიშნავთ, რა ფორმულით
ჩაიწერება x-ის y-ზე
დამოკიდებულება? რომელი ფუნქცია მოიცემა ამ ფორმულით? რა არის წრფივი ფუნქციის გრაფიკი?
რამდენი წერტილის აგებაა საკმარისი წრფის ასაგებად?
|
წერითი მეთოდი
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი, ფლიპჩარტზე დაწერილი
ამოცანა
|
3 წთ
|
5
|
მასწავლებელი კლასს გაყოფს 4 ჯგუფად. მოსწავლეებს განუმარტავს, რომ შესყიდვების დროს ყოველთვის
არ ვყიდულობთ პროდუქტს, ზოგჯერ გვიხდება მომსახურების ყიდვა, ანუ მომსახურებისთვის
გაწეული ხარჯების გადახდა. რა თქმა უნდა, როდესაც რაიმე სავაჭრო ობიექტი, ან დაწესებულება
გთავაზობთ რამდენიმე სახის სატარიფო გეგმას, თქვენ უნდა შეგეძლოთ შემოთავაზებულებიდან
თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტის ამორჩევა.
დღევანდელი ჯგუფური მუშაობა სწორედ ამას ემსახურება. თქვენ ურთიერთდახმარებით
უნდა შეძლოთ შესყიდვებთან დაკავშირებული სამომხმარებლო კონტრაქტიდან უკეთესი ვარიანტის
ამორჩევა.
მასწავლებელი კლასს მოკლედ შეახსენებს ჯგუფში მუშაობის წესებს და ჯგუფებს
გადასცემს დავალებებს. ორ-ორ ჯგუფს ექნება ერთნაირი დავალებები. ჯგუფებმა დავალება
უნდა ფლიპჩარტებზე შეასრულონ და მოამზადონ პრეზენტაცია.
I და III ჯგუფების დავალება: მოსწავლეს სურს ბიბლიოთეკიდან გამოტანილი
წიგნების ასლების დამზადება. A პუნქტში
1 გვერდის ასლის გადაღება 3 თეთრი ღირს, ხოლო წიგნის ყდის გაკეთება - 70 თეთრი. B პუნქტში 1 გვერდის ასლის გადაღება 5 თეთრი ღირს,
ხოლო ყდის გაკეთება - 40 თეთრი. მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, რომელ პუნქტშია უმჯობესი
წიგნების ასლის გადაღება. რა რჩევას მისცემდით მოსწავლეს?
ა) აღნიშნეთ x-ით წიგნის გვერდების რაოდენობა და თითოეულ შემთხვევაში
დაწერეთ განტოლებები, რომლებიც წარმოგვიდგენს გადასახდელი y (ლარში) თანხის დამოკიდებულებას x-ზე.
ბ) წარმოადგინეთ საკოორდინატო სიბრტყეზე აღნიშნული განტოლებები.
გ) იპოვეთ გრაფიკული ხერხით
x-ის მნიშვნელობა,როცა გადასახდელი თანხები ერთნაირია.
დ) რომელ პუნქტში ჯდება წიგნის ასლების დამზადება უფრო იაფი (იმსჯელეთ
გრაფიკების მიხედვით)
II და IV ჯგუფების დავალება:
მაღაზიას გამოაქვს ერთნაირი რვეულები
ბაზიდან, რომელიც მყიდველს
შესყიდვის ორ ფორმას სთავაზობს: I. 40 ლარის წინასწარი გადახდის შემთხვევაში
თითოეულ რვეულს ბაზა 60 თეთრად ყიდის
II. 20 ლარის გადახდის შემთხვევაში
- 80 თეთრად.
გადახდის რომელ ფორმას აირჩევდით?
ა) აღნიშნეთ x-ით შესასყიდი რვეულების რაოდენობა და თითოეულ შემთხვევაში
დაწერეთ განტოლებები, რომლებიც წარმოგვიდგენს გადასახდელი y (ლარში) თანხის დამოკიდებულებას x-ზე.
ბ) წარმოადგინეთ საკოორდინატო სიბრტყეზე აღნიშნული განტოლებები.
გ) იპოვეთ გრაფიკული ხერხით
x-ის მნიშვნელობა,როცა გადასახდელი თანხები ერთნაირია.
დ) გადახდის რომელ ფორმას აირჩევთ?
|
წერითი სამუშაო
|
ჯგუფური მუშაობა
|
„მათემატიკური წიგნიერება“ მასწავლებლის სახელმძღვანელო, გვ 17. ავტ.
ეკატერინე კორძაძე
მასწავლებლის მიერ შედგენილი ამოცანა
|
12 წთ
|
6
|
ჯგუფის მიერ შერჩეული პრეზენტატორები გააკეთებენ პრეზენტაციას.
თითოეული პრეზენტატორი წარადგენს საკუთარი ჯგუფის ამოცანას და ნამუშევარს.
I ჯგუფის პრეზენტაციას დააკვირდებიან II ჯგუფის წევრები, II-ს III,
III-ს IV, IV-ს I ჯგუფის წევრები. ჯგუფებს
დაურიგებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას სამი კრიტერიუმით - 1. ჯგუფის დავალებების შესრულება;
2. შესრულებული პრეზენტაცია;
3. პრეზენტატორის შეფასება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს მისცემს ერთ წუთს,
რათა ჯგუფის წევრებმა შეაჯერონ აზრი დასაკვირვებელი ჯგუფების პრეზენტაციის შესახებ,
კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ მოახდენენ მათი ნამუშევრის შეფასებას. მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა მოსაზრებებს,
საჭირო შემთხვევაში დაუსვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს.
ბოლოს კი მასწავლებელი თვითონ შეაფასებს ჯგუფების მუშაობას განმავითარებელი
შეფასებით, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
|
პრეზენტაცია
ვერბალური
ვერბალური
|
ჯგუფური
ჯგუფური
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე წარმოდგენილი მოსწავლეთა პრეზენტაციები
შეფასების რუბრიკა
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
8 წთ
4 წთ
2 წთ
|
7
|
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.
გაკვეთილის შეჯამებას და შეფასებას მასწავლებელი მოახდენს მოსწავლეთა
ჩართულობით. დაუსვამს შეკითხვებს: საინტერესო იყო დღევანდელი გაკვეთილი? რატომ? რა
გასწავლათ ამ გაკვეთილმა?
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეეცადონ შეაფასონ საკუთარი თავი.
თვითშეფასებას გააკეთებს სამი მოსწავლე.
ბოლოს მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასებით, შესაბამის რუბრიკაზე დაყრდნობით.
|
ვერბალური
საკუთარ თავზე დაკვირვება და ანალიზი
დაკვირვება სხვისი აზროვნების და მოქმედების პროცესზე
|
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა
|
4 წთ
|
8
|
საშინაო დავალების მიცემა.
მასწავლებელი ყველა მოსწავლეს
გადასცემს საშინაო დავალებას ნაბეჭდი სახით.
|
ინდივიდუალური
|
დავალება ნაბეჭდი სახით
მათემატიკა, მე-8 კლ. გვ. 102.
ავტ. გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე და სხვ., 2007 წ
|
1 წთ
|
|
9
|
გასასვლელი ბარათების შევსება.
შემდეგი გაკვეთილის სწორად დაგეგმვის მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს
დაურიგებს გასასვლელ ბარათებს, და სთხოვს შეავსონ. მოსწავლეები შეავსებენ და დატოვებენ
მასწავლებლის მაგიდაზე.
|
წერითი მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
ინდივიდუალური გასასვლელი ბარათები
|
2 წთ
|
კავშირი ესგ-სთან:
მათ.
VIII.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ორი (წრფივი
მოდელით მოცემული) სამომხმარებლო კონტრაქტიდან ან მომსახურების გეგმიდან უკეთესის
შესარჩევად ასრულებს გამოთვლებს და იღებს გადაწყვეტილებას;
მათ. VIII.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების
ამოცნობა, გაანალიზება და გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- განასხვავებს
წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს მიუხედავად დამოკიდებულების გამოსახვის
ხერხისა; მსჯელობს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს შორის განსხვავებაზე;
- სიტყვიერად
ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების
შესახებ გამოსახავს ალგებრულად; ალგებრულად მოცემულ დამოკიდებულებას
გამოსახავს გრაფიკულად, ცხრილით ან აყალიბებს სიტყვიერად.
მათ. VIII.7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების
გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად
ადგენს და ხსნის ორუცნობიან წრფივ
განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის
გათვალისწინებით;
- ირჩევს ხერხს და ხსნის ორუცნობიან
წრფივ განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ და გეომეტრიულ
ინტერპრეტაციას;
დანართი 1
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
|
ქულა
|
ამოცანაში მოცემული პრობლემის განსაზღვრა
|
0-1-2
|
პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ცოდნის მობილიზება
|
0-1-2
|
პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას ამოცანის მათემატიკური მოდელის შედგენა
|
0-1-2
|
კოორდინატთა მეთოდის გამოყენება და გრაფიკების აგება
|
0-1-2
|
ფუნქციური დამოკიდებულების
გეომეტრიული გამოსახვის საშუალებით დასკვნების გამოტანა და არჩევანის გაკეთება
|
0-1-2
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ჯგუფის წევრების უმრავლესობა არ ერთვება მუშაობის
პროცესში
|
ჯგუფის წევრების უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული
სამუშაო პროცესში
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული სამუშაო
პროცესში
|
ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია
|
კამათობენ, ხმაურობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არ იზიარებენ ერთმანეთის
აზრს
|
ხმარობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს, მუშაობენ ცალ-ცალკე.
|
აქვთ ჯანსაღი კომუნიკაცია, არიან აქტიური მსმენელები, იზიარებენ ერთმანეთის
აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
უმნიშვნელოდ გადააცილეს დროის ლიმიტს
|
იცავენ დროის ლიმიტს
|
ჯგუფის დავალებების შესრულება
|
ჯგუფმა დავალებები ვერ შეასრულა
|
ჯგუფმა დავალებები ხარვეზებით შეასრულა
|
ჯგუფმა ყველა დავალება წარმატებით შეასრულა
|
პრეზენტაცია
|
ფლიპჩარტზე წარმოდგენილი პრეზენტაციის ვიზუალურად აღქმა შეუძლებელია.
|
ფლიპჩარტზე წარმოდგენილი პრეზენტაცია ვიზუალურად ძნელად აღსაქმელი და გასაგებია. საჭიროებს განმარტებებს
პრეზენტატორის მხრიდან.
|
ფლიპჩარტზე წარმოდგენილი პრეზენტაცია ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და
გასაგებია.
|
პრეზენტატორის შეფასება
|
პრეზენტატორი ვერ წარადგენს პრეზენტაციას.
|
პრეზენტატორი ზოგჯერ საუბრობს გაუგებრად, იცავს დროის ლიმიტს, ამყარებს
მხედველობით კონტაქტს მსმენელთან.
ან პრეზენტატორი საუბრობს გამართულად,
მაგრამ ვერ იცავს დროის ლიმიტს, ან ვერ ამყარებს მხედველობით კონტაქტს მსმენელთან.
|
პრეზენტატორი საუბრობს გამართულად, გასაგებად, იცავს დროის ლიმიტს, ამყარებს
მხედველობით კონტაქტს მსმენელთან.
|
დანართი 2
გასასვლელი ბარათი
საკითხი
|
ვერ გავიგე
|
ნაწილობრივ გავიგე
|
კარგად გავიგე
|
ამოცანის მიხედვით პრობლემის განსაზღვრა
|
|||
ამოცანის ამოხსნისათვის საჭირო მათემატიკური მოდელის შედგენა
|
|||
გრაფიკების აგება
|
|||
გრაფიკების მიხედვით დასკვნების გამოტანა
|
|||
შესყიდვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა
|
დანართი 3
საშინაო დავალება
ერთ-ერთი გამომცემლობა ემზადება სახელმძღვანელოების
სტამბაში დასაბეჭდად. I სტამბა მას მომსახურების
შემდეგ ფორმას სთავაზობს: 160 ლარის წინასწარი გადახდა და ყოველი წიგნის დაბეჭდვაზე
დამატებით - 60 თეთრი, II სტამბა - 120 ლარის წინასწარი გადახდა და ყოველი წიგნის დაბეჭდვა
- 80 თეთრი.
ვთქვათ, თითოეულ შემთხვევაში დასაბეჭდია x ცალი წიგნი.
დაწერეთ განტოლებები, რომლებიც წარმოგვიდგენს თითოეულ შემთხვევაში გადასახდელი საერთო
y (ლარში) თანხის დამოკიდებულებას x-ზე.
წარმოადგინეთ საკოორდინატო სიბრტყეზე აღნიშნული განტოლებები.
იპოვეთ გრაფიკული ხერხით x-ის მნიშვნელობა,როცა გადასახდელი თანხები ერთნაირია.
რომელ სტამბაში ჯდება დაბეჭდვა უფრო იაფი (იმსჯელეთ
გრაფიკების მიხედვით),თუ დასაბეჭდია 50 წიგნი, 100 წიგნი, 300 წიგნი.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი გვარი: ლია ასანაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო საფეხური, მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
16
გაკვეთილის თემა:
მასშტაბი
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ზოგიერთი ზომის ერთეულის იმავე სისიტემის სხვა ერთეულით გამოსახვა;
დაეუფლოს მასშტაბის პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევას.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ
გაკვეთილის
თემის, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
|
ვერბალური
ვერბალური
|
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე
ჩამოწერილი თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები
|
2 წთ
|
2
|
საშინაო დავალების
შემოწმება და ანალიზი. წაკითხვით შევამოწმებ შესრულებული დავალების სისწორეს, მოვისმენ
დასაბუთებულ აზრს თითოეული საკითხის ამოხსნის გზის შესახებ. საჭირო შემთხვევაში მივცემ
განმავითარებელ შეფასებას/რეკომენდაციას. თუ კლასის უმრავლესობას აქვს პრობლემა რომელიმე
საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებინებ დაფაზე.
|
ფრონტალურად
|
საერთო საკლასო
|
საშინაო დავალების
შეფასების რუბრიკა
|
4 წთ-
|
3
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება.
მოსწავლეებს
დავუსვამ შეკითხვებს: რას ეწოდება პროპორცია? რა შემთხვევაში ვამბობთ, რომ სიდიდეებს
შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა? დაასახელეთ პირდაპირპროპორციული სიდიდეები.
თუ არ დასახელდება მანძილი რუკაზე ორ პუნქტს შორის და რეალური მანძილი, ამ შეკითხვას
დავსვამ მე. არის თუ არა კვადრატის გვერდის სიგრძე და ფართობი პირდაპირპრიპორციული
სიდიდეები?როგორ ვითვლით მართკუთხედის ფართობს?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული შეკითხვები
|
3 წთ
|
4
|
მასშტაბთან
დაკავშირებით დამატებითი მასალის გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
მასწავლებლის
მიერ შედგენილი სლაიდშოუ, რუკები.
|
3 წთ
|
5
|
კლასს გავყოფ
ჯგუფებად. მოსწავლეები გაზომავენ დაფას და მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეული მასშტაბის
მიხედვით დაფის მოდელს გამოსახავენ ფლიპჩარტზე. ჯგუფებს მიცემული ექნებათ განსხვავებული
მასშტაბები.
|
პრაქტიკული
სამუშაო
|
ჯგუფური მუშაობა
|
მასწავლებლის
მიერ შედგენილი, ამობეჭდილი სამუშაო მასალა, რვეულები, კალმები, სიგრძის საზომი ლენტი,
სახაზავი, ფლიპჩარტები.
|
10 წ
|
6
|
ჯგუფში დავარიგებ
რუკებს და შესავსებ ცხრილებს. მოსწავლეებს ევალებათ ამოწერონ რუკის მასშტაბი და მისი
გათვალისწინებით იპოვონ: 1) რეალური მანძილი, როცა იციან რუკაზე პუნქტებს შორის მანძილი
2) იპოვონ რუკაზე მანძილი ორ ობიექტს შორის, თუ ცნობილია რეალური მანძილი მათ შორის. შედეგებს შეიტანენ ცხრილში და წარუდგენენ კლასს
|
ჯგუფური მუშაობა
|
მასწავლებლის
მიერ შედგენილი, ამობეჭდილი სამუშაო მასალა
|
8 წთ
|
|
7
|
ჯგუფებს დავავალებ
სახლის პროექტის მიხედვით ოთახების რეალური ფართობის გაგებას.
მოსწავლეები
გაზომავენ სახლის გეგმაზე ოთახების ზომებს, მასშტაბის გათვალისწინებით დაადგენენ
რეალურ ზომებს და გამოთვლიან ფართობს. ერთი ჯგუფი გამოთვლის მისაღები ოთახის ფართობს,
მეორე საძინებლის, მესამე -სამზარეულოს, მეოთხე კი აბაზანის ფართობს. გამოთვლის შედეგებს
წარუდგენენ კლასს.
|
პრაქტიკული
|
ჯგუფური მუშაობა
|
სლაიდები და
მასწავლებლის მიერ შედგენილი, ამობეჭდილი სამუშაო მასალა.
|
10 წ
|
8
|
შეფასება, თვითშეფასება
და ურთიერთშეფასება
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
გასასვლელი
ბარათები; შეფასების რუბრიკა
|
4 წთ
|
9
|
საშინაო დავალების
მიცემა.
მოსწავლეებს
მივცემ დავალებას:
გაზომეთ თქვენი
რომელიმე ოთახი, შეარჩიეთ მასშტაბი და დახაზეთ ამ ოთახის გეგმა
|
საერთო საკლასო
|
1 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებს:
•
ზომის ზოგიერთი ერთეულის იმავე სისტემის სხვა ერთეულით წარმოდგენას;
•
შემცირებული ზომის და მასშტაბის მიხედვით რეალური მანძილის პოვნას;
•
რეალურ მანძილის გამოსახვას რვეულში გეომეტრიულად, მასშტაბის გათვალისწინებით;
მათ. VII.4. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების
ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
•
ირჩევს და იყენებს შესაფერის ერთეულებს სიდიდის ცვლილების, მოძრაობის სიჩქარის,
მასშტაბისა და რუკაზე მანძილის პოვნასთან დაკავშირებულ ამოცანების ამოხსნისას;
მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების
სხვადასხვა ხერხით შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
•
ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან
მომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე (მაგალითად,
უმარტივესი ხარჯთაღრიცხვა; ისტორიული ეპოქის ხანგრძლივობის განსაზღვრა; ამოცანები პროცენტებზე
და პროპორციაზე: ხსნარები, შენადნობები და სხვა).
შეფასება: განმსაზღვრელი
და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი - საშინაო დავალებისა და საკლასო სამუშაოსათვის.
განმავითარებელი
- გაკვეთილის მსვლელობისას.
საკლასო მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმი
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ზომის ზოგიერთი
ერთეულის იმავე სისტემის სხვა ერთეულით წარმოდგენა
|
ვერ წარმოადგენს
|
ცდილობს, მაგრამ
უჭირს.
|
გადაჰყავს მხოლოდ
მხოლოდ მარტივი სიდიდეები (მაგ: სთ-წთ, კმ-მ)
|
წარმოადგენს
ზომის ზოგიერთ ერთეულს იმავე სისტემის სხვა ერთეულით, ზოგჯერ გამოთვლებში დაშვებული
აქვს შეცდომები.
|
უშეცდომოდ ასრულებს
ზომის ზოგიერთი ერთეულის იმავე სისტემის სხვა ერთეულით წარმოდგენას
|
მასშტაბის,
როგორც რუკის/გეგმის მახასიათებლის ცნების ფლობა
|
შეუძლია მხოლოდ
წაკითხვა, ვერ აცნობიერებს მასშტაბის არს
|
შეუძლია განმარტოს
მასშტაბი, მაგრამ არ შეუძლია მსჯელობა რუკის/გეგმის ამ მახასიათებლის შესახებ
|
განმარტავს
მასშტაბს, ჩანაწერის მიხედვით განარჩევს, რეალური ზომა შემცირებულია თუ გადიდებული
|
იცის მასშტაბის
დანიშნულება, განმარტავს რეალური მანძილის დამოკიდებულებას მანძილზე.
|
სრულად აცნობიერებს
მასშტაბის დანიშნულებას. მსჯელობს და ასაბუთებს, როგორი მასშტაბითიქნება რუკა უფრო დიდი/პატარა ზომის
|
რუკის მასშტაბის
გამოყენება რეალურ ობიექტებს შორის მანძილის
გამოსათვლელად
|
შეუძლია რუკაზე
გაზომოს ორ ობიექტს შორის მანძილი
|
რუკაზე ზომავს
ობიექტებს შორის მანძილს, სხვისი დახმარებით ადგენს რეალური მანძილის გამოსათვლელ
გამოსახულებას, ვერ მიდის პასუხამდე
|
ზოგიერთ შემთხვევაში
შეუძლია შეადგინოს რეალური მანძილის გამოსათვლელი გამოსახულება.
|
რუკის მასშტაბის
გამოყენებით ითვლის მანძილს ობიექტებს შორის, ზოგჯერ არ გამოსახავს მანძილს ადექვატური
ერთეულით.
|
ყოველთვის უშეცდომოდ
თვლის რეალურ მანძილს და გამოსახავს შესაბამისი ერთეულით.
|
რეალურ მანძილს გამოსახავს რვეულში გეომეტრიულად, მასშტაბის გათვალისწინებით;
|
არ შეუძლია
|
ასრულებს, მაგრამ
არასწორად
|
უჭირს დამოუკიდებლად
სწორად შესრულება
|
მოცემული მასშტაბის
გათვალისწინებით აკეთებს გეომეტრიულ აგებას გეგმაზე
|
რეალურ მანძილს
ორ წერტილს შორის გეგმაზე გამოსახავს უშეცდომოდ
|
საშინაო დავალების
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
1-2 ქულა
|
საშუალოზე დაბალი
3-4 ქულა
|
საშუალო
5-6 ქულა
|
საშუალოზე მაღალი
7-8 ქულა
|
მაღალი
9-10 ქულა
|
გამოთვლები
|
გამოთვლები
არასწორია, შედეგები არაადექვატური.
|
გამოთვლების
მცირე ნაწილი სწორადაა ჩატარებული
|
გამოთვლების
მცირე ნაწილი არასწორადაა ჩატარებული
|
გამოთვლებისათვის
პოულობს რაიმე გზას, გამოთვლები ძირითადად სწორეა
|
გამოსათვლელად
ირჩევს და იყენებს ოპტიმალურ ხერხს, გამოთვლები ყოველთვის სწორეა
|
ამოცანის ამოხსნის
გზა და რეალიზება
|
ვერ აღიქვამს დავალების შინაარსს, ვერ ჭრის მარტივ მათემატიკურ პრობლემას.
|
სრულად ვერ აღიქვამს დავალების შინაარსს, უჭირს მარტივი მათემატიკური პრობლემის გადაჭრა.
|
ჭრის მარტივ
მათემატიკურ პრობლემას სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით.
|
პრობლემას ყოფს
საფეხურებად - მარტივ ამოცანებად და ჭრის ეტაპობრივად, მაგრამ ხარვეზებით.
|
ქმნის ამოცანის
ამოხსნის ალგორითმს -რთულ პრობლემას ყოფს საფეხურებად, მარტივ ამოცანებად, ირჩევს ამოხსნის ოპტიმალურ ვარიანტს.
|
შესასრულებელი
სამუშაოს ვადები და მოცულობა
|
დავალებას ვერ
ასრულებს/ასრულებს იშვიათად, არასრულად და არსწორად.
|
უჭირს დავალების
შესრულება, ასრულებს მხოლოდ მარტივ დავალებებს.
|
ასრულებს დავალებებს
ვადებისა და რაოდენობების გათვალისწინებით, ზოგჯერ აქვს ხარვეზები.
|
უმეტესად ასრულებს
დავალებებს ვადებისა და რაოდენობების გათვალისწინებით.
|
ყოველთვის სრულყოფილად
ასრულებს დავალებას, ვადებისა და მოცულობის გათვალისწინებით.
|
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების
ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი
არ არის ჩართული
|
ჯგუფის წევრთა
უმრავლესობა ჩართულია
|
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა
და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს
და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის
მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ
მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ
მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით
|
დროის ლიმიტის
დაცვა
|
ვერ ჩაეტივნენ
განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ
დაარღვიეს დროის ლიმიტი
|
იცავენ დროის
ლიმიტს
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ჯგუფის დავალებების
შესრულება
|
ჯგუფმა დავალებები
ვერ შეასრულა
|
ჯგუფმა ყველა
დავალება შეასრულა, ჰქონდა ხარვეზები
|
ჯგუფმა ყველა
დავალება სწორად შეასრულა
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი და გვარი: ლია ასანაშვილი
სწავლების
საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური,
VI კლასი.
მოსწავლეთა
რაოდენობა: 17, სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის
თემა: მონაცემთა ანალიზი.
გაკვეთილის
ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული
საგნები: მათემატიკა, ისტ.
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
·
რიცხვითი მონაცემების მოპოვება გაზომვის საშუალებით;
·
პროგრამა Excel-ის ცხრილში მონაცემების
შეტანა და ამავე პროგრამის საშუალებით შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების - საშუალოს,
მედიანას, მაქსიმუმის და მინიმუმის გამოთვლა.
·
მონაცემთა ერთობლიობების სტატისტიკური მახასიათებლების
შედარება და დასკვნის გაკეთება.
აქტუალობა
და გრძელვადიანი მიზანი: ახალი ეროვნული სასწავლო
გეგმის (დაწყებითი საფეხური) 2018-2024 მიხედვით,
„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის
გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის
შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული.
შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლია
სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება
სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს
ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
Ø
ხელს უწყობს საგანთა
შორის კავშირების წარმოჩენას;
Ø
ისტ-ის გამოყენებით
შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი
ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას.“
ჩატარებული გაკვეთილი
მოსწავლეებს დაეხმარება საგანთშორისი კავშირების დანახვასა და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევის
განვითარებაში.
მომავალში მოსწავლეები
შეძლებენ ისეთი ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრას, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით
მონაცემის დამუშავებას, მაგალითად, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.
გაკვეთილის
მსვლელობა
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
|
1 წთ
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე დაწერილი და გამოკრული
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების კრიტერიუმები.
|
3 წთ
|
3
|
საშინაო დავალების შემოწმება.
საშინაო დავალება: თანაკლასელი
ბიჭების სიმაღლეების მიხედვით იპოვეთ კლასის ბიჭების საშუალო სიმაღლე, ამ მონაცემების
მედიანა. უპასუხეთ კითხვებს: რამდენი ბიჭია საშუალო მაჩვენებელზე მაღალი? რამდენი
ბიჭია საშუალო მაჩვენებელზე დაბალი? (მონაცემებს მოიპოვებენ გაზომვის საშუალებით წინა
გაკვეთილზე)
მასწავლებელი დავალების სწორ პასუხებს
გამოაკრავს დაფაზე, და სთხოვს მოსწავლეებს, შეადარონ პასუხები. მოსწავლისაგან განსხვავებული
პასუხის მიღების შემთხვევაში მისცემს განმავითარებელ კომენტარს. სამიზნე, საშინაო
დავალების კომპონენტში შესაფასებელი მოსწავლეებისთვის
გასცემს შესაბამის უკუკავშირს.
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
მოსწავლის მიერ შესრულებული საშინაო
დავალება
|
3 წთ
|
4
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება, პროვოცირება.
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
მასწავლებლის მიერ შედგენილი შეკითხვები
|
4 წთ
|
5
|
მონაცემთა მოპოვება გაზომვების
საშუალებით.
მასწავლებელი კლასს გაყოფს წყვილებად.
მოსწავლეები მოიპოვებენ რიცხვით მონაცემებს - თანაკლასელი გოგონების სიმაღლეებს გაიგებენ
გაზომვების საშუალებით.
პარალელურად ამ მონაცემებს შეიტანენ Excel-ის ცხრილში.
|
პრაქტიკული მუშაობის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
სიგრძის საზომი ლენტი, კომპიუტერები.
|
11 წთ
|
6
|
მონაცემების დამუშავება და ანალიზი.
წყვილებმა პროგრამა Excel-ის საშუალებით
უნდა გამოთვალონ და წერილობით წარმოადგინონ გოგონათა საშუალო სიმაღლე, ყველაზე მაღალი
გოგონას სიმაღლე ყველაზე დაბალი გოგონას სიმაღლე. (მოპოვებული მონაცემების მაქსიმალური
და მინიმალური მნიშვნელობა), უპასუხონ კითხვებს: რამდენი გოგონა აღმოჩნდა საშუალო
მაჩვენებლზე მაღალი? საშუალო მაჩვენებლზე დაბალი? დიდია სხვაობა საშუალოსა და მაქსიმუმ-მინიმუმს
შორის?
|
ცხრილების მონაცემების დამუშავება
|
წყვილებში მუშაობა
|
კომპიუტერები, ფლიპჩარტები
მარკერები.
|
10 წთ
|
7
|
ნამუშევრების განხილვა და შეფასება.
მასწავლებელი შეკითხვებს დაუსვამს
წყვილებს, თითოეულ შეკითხვას პასუხობს ორი წყვილი, დანარჩენი წყვილები ადარებენ პასუხებს.
მასწავლებელი შეაჯამებს წყვილებში მუშაობის შედეგებს და გასცემს უკუკავშირს. მასწავლებელი შეახსენებს
და დაფაზე დაწერს საშინაო დავალებაში გამოთვლილ ბიჭების საშუალო სიმაღლის და გაკვეთილზე
მიღებულ გოგონათა საშუალო სიმაღლის მაჩვენებლებს და სთხოვს, შეადარონ, გოგონების
საშუალო სიმაღლე უფრო მეტი გამოვიდა თუ ბიჭების?
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები.
დაფა, ცარცი
|
5 წთ
|
8
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
“mshoblebi.ge”-ზე გამოქვეყნებულ 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვის
სიმაღლის ნორმების ცხრილს და მიმართავს მათ: აქ მოცემული ნორმების მიხედვით,თქვენი
ასაკის ბიჭები უფრო მაღლები არიან თუ გოგონები? შემდეგ სთხოვს, შეადარონ თავიანთი
კლასის გოგონების და ბიჭების სიმაღლის საშუალო მაჩვენებელი აქ მოცემულ ნორმად მიღებულ
მაჩვენებელს და გამოიტანონ დასკვნა, რამდენად ახლოს არის მათი კლასის მონაცემები
ნორმასთან? ცხრილში მოცემული ნორმების მიხედვით, დაახლოებით რა სიმაღლის შეიძლება
იყოს ბიჭი, რომელიც 12 წლის და 8 თვისაა? გოგონა, რომელიც 13 წელს გადასცდა, აუცილებელია
თუ არა იყოს 151 სმ-ზე მეტი? რატომ ფიქრობთ ასე?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, ფოტომასალა
|
4 წთ
|
9
|
გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს,
მოსწავლეებს დაუსვამს შეკითხვებს: როდის არის ხელსაყრელი პროგრამა Excel-ის გამოყენება? რატომ არის ხელსაყრელი, რა უპირატესობა
აქვს? გამოგადგათ თუ არა ისტ-ის ცოდნა მათემატიკაში? რომელი პროცედურა გაგიმარტივათ
Excel-ში მუშაობამ? რომელი სპეციალობის ადამიანს შეუძლია
მისი გამოყენება? მომავალში, თქვენ სად შეიძლება მიღებული გამოცდილება გამოიყენოთ?
მასწავლებელი მოსწავლეებს ყურადღებას
გაამახვილებინებს გაკვეთილის მიზნებზე და დასვამს კითხვას: მივაღწიეთ გაკვეთილის
მიზნებს? დღევანდელი გაკვეთილის რომელი ნაწილი მოგეწონათ?
მასწავლებელი გაკვეთილის მიმდინარეობისას
აკვირდება წყვილებში მოსწავლეთა ქცევას და საქმიანობას, რომლის მიხედვით და შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით გააკეთებს მათთვის განმავითარებელ
შეფასებას.
|
ვერბალური მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკები
|
8 წთ
|
10
|
საშინაო დავალების მიცემა.
დავალება: მოიძიეთ ინფორმაცია საკუთარი
ოჯახის მიერ ბოლო 6 თვეში დენის გადასახადის შესახებ და იპოვეთ საშუალო თვიური გადასახდი.
უპასუხეთ კითხვებს: რომელ თვეში გადაიხადა თქვენმა ოჯახმა ყველაზე მეტი თანხა? ყველაზე
ნაკლები? რამდენჯერ აღემატება მაქსიმალური თანხა საშუალოს?
|
ახსნა-განმარტებითი
|
საერთო საკლასო
|
მასწავლებლის მიერ შედგენილი, ამობეჭდილი
ამოცანა.
|
2 წთ
|
კავშირი ესგ-თან და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს.
მათ.VI.12. მოსწავლეს
შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის
ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ქმნის მონაცემთა ცხრილებს, მათ შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი მონაცემების შემთხვევაში;
მათ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ და
რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ითვლის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს (მონაცემთა საშუალო, უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობები) დისკრეტული რაოდენობრივი მონაცემებისთვის და იყენებს მათ მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად;
Ø ადარებს მონაცემთა რამდენიმე ერთობლიობას მათი წინასწარ მოცემული სტატისტიკური მახასიათებლების საშუალებით;
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
მოსწავლე:
Ø ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების
განლაგებას და მათ ფუნქციებს;
Ø ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს
მის ღილაკებს;
Ø ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და საუბრობს
მათ დანიშნულებაზე;
Ø აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის
(მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და
ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება,
ჩასმა, ფორმატირება);
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
პროგრამა
Excel-ში მუშაობა და მისი გამოყენებით შემაჯამებელი რიცხვითი
მახასიათებლების - საშუალოს, მედიანას, მაქსიმუმის და მინიმუმის გამოთვლა.
|
პროგრამა Excel-ში ვერ მუშაობს მითითებების მიცემის
და დახმარების გაწევის შემდეგაც
|
პროგრამა Excel-ში მუშაობისათვის საჭიროებს მითითებების
მიცემას და დახმარებას.
|
მცირე ხარვეზებით, დაუხმარებლად მუშაობს პროგრამა Excel-ში.
|
დაუხმარებლად, უშეცდომოდ მუშაობს პროგრამა Excel-ში.
|
მონაცემთა ანალიზი
|
ვერ ახერხებს მონაცემთა ანალიზს
|
შეცდომებს უშვებს მონაცემთა
საშუალოს, მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობის გამოთვლისას. უჭირს მონაცემთა
რიცხვითი მახასიათებლების შედარება და დასკვნების გამოტანა
|
უშეცდომოდ პოულობს მონაცემთა საშუალოს, მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას.
ადარებს რიცხვით მონაცემთა მახასიათებელ
სიდიდეებს და გამოაქვს დასკვნები
|
უშეცდომოდ პოულობს მონაცემთა საშუალოს, მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას;
ადარებს რიცხვით მონაცემთა მახასიათებელ სიდიდეებს და გამოაქვს სწორი დასკვნები
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
არ ერთვება
|
ზოგჯერ ერთვება
|
კარგად ერთვება
|
ყოველთვის ერთვება
|
კითხვებზე პასუხი
|
არ პასუხობს ან პასუხობს შეცდომით
|
უჭირს პასუხის გაცემა
|
ხშირად სწორად პასუხობს შეკითხვებს
|
ყოველთვის სწორად პასუხებს შეკითხვებს
|
მეწყვილესთან თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს
|
ზოგჯერ თანამშრომლობს
|
ხშირად თანამშრომლობს
|
ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს მეწყვილესთან
|
საშინაო
დავალების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
საუკეთესო
|
დავალების შესრულება
|
არ აქვს შესრულებული დავალება,
ან
უმრავლესობა შეასრულა შეცდომით
|
დავალება რაოდენობრივად არ არის
სრული,
ან,
დავალების მცირე ნაწილი შესრულებულია
შეცდომით
|
დავალება შესრულებული აქვს სრულად,
მცირე ხარვეზით
|
დავალება სრულად და სწორად აქვს
შესრულებული
|
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ასანაშვილი ლია
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, მე-7 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 16
გაკვეთილის თემა: პროპორციულ ნაწილებად დაყოფა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ განივითაროს პროპორციულ ნაწილებად დაყოფის
უნარ-ჩვევა; შეძლოს პროპორციულ დაყოფასთან დაკავშირებული პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მისალმება,
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საგაკვეთილო განწყობის შექმნა
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი
|
1 წთ
|
|
2
|
გაკვეთილის
თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე
დაწერილი თემა, მიზანი, შეფასების კრიტერიუმები
|
2 წთ
|
3
|
საშინაო დავალების
შემოწმება-ანალიზი.
წაკითხვით შევამოწმებ
შესრულებული დავალების სისწორეს, მოვისმენ დასაბუთებულ აზრს თითოეული საკითხის ამოხსნის
გზის შესახებ. საჭირო შემთხვევაში მივცემ განმავითარებელ შეფასებას/რეკომენდაციას.
თუ კლასის უმრავლესობას აქვს პრობლემა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებინებ
დაფაზე.
|
ფრონტალურად
|
საერთო საკლასო
|
წარმოდგენილი
დავალებები საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა
|
4 წთ
|
4
|
ცოდნის გააქტიურება
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
უკვე არსებულ
ცოდნასთან დაკავშირებული წინასწარ მომზადებული შეკითხვები
|
2 წთ
|
5
|
ახალი მასალის
ახსნა.
ახალ მასალას
ავხსნი ამბის მოყოლით, სადაც ბიჭებმა სამართლიანად უნდა გაინაწილონ კომბოსტო, ბაჭიების
რაოდენობების მიხედვით. ამ ამბის მოყოლის დროს, მსვლელობისას მივცემ შეკითხვებს:
სწორად მსჯელობენ ბიჭები? სამართლიანია ასეთი გაყოფა? შემდეგ გავაცნობ ამოცანის ამოხსნის
ხერხებს.
|
აქტიური მოსმენა
|
საერთო საკლასო
|
პოვერპოინტის
პრეზენტაცია, დაფა, ცარცი
|
5 წთ
|
6
|
ამოცანების
ამოხსნა.
მოსწავლეებს
სახელმძღვანელოდან ამოვახსნევინებ ტესტებს - ზეპირად და ამოცანებს - წერილობით.
|
წერითი სამუშაო
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
- მათემატიკა, VII კლ. ავტ. გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი.
გვ. 180 №1, 6, 11, 14.
|
6 წთ
|
7
|
ამოცანების
ამოხსნა ჯგუფებში. კლასს გავყოფ 4 ჯგუფად, ამოხსნიან ამოცანებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
|
წერითი სამუშაო
|
ჯგუფური მუშაობა
|
ამობეჭდილი
ტესტი, ამოცანები
|
16 წთ
|
9
|
საშინაო დავალების
მიცემა
|
სახელმძღვანელო
- მათემატიკა, VII კლ. ავტ. გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი.
გვ. 180.ტესტები - №3, 5, 9, 10. ამოცანები - გვ. 181 №12, 13, 15.
|
1 წთ
|
||
10
|
შეფასება და
ურთიერთშეფასება
|
განმსაზღვრელი,
განმავითარებელი
|
საერთო საკლასო
|
განმსაზღვრელი-რუბრიკა
პროპორციულ ნაწილებად დაყოფასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნის შესაფასებლად,
განტოლების ამოხსნის გზით;
განმავითარებელი
- სიტყვიერი კომენტარები.
|
2 წთ
|
11
|
გაკვეთილის
შეჯამება.
გასასვლელ ბარათებზე
იქნება შეკითხვები:
რა ვისწავლეთ
დღეს? რომელი პროფესიის ადამიანს შეიძლება დაჭირდეს ამ საკითხის ცოდნა? თქვენ სად
გამოიყენებთ? როგორ დავყოთ რიცხვი 40 2-ის
და 3-ის პროპორციულ ნაწილებად? გასასვლელ ბილეთების ნაწილს განვიხილავ კლასში.
|
წერილობით
|
საერთო საკლასო
|
გასასვლელი
ბარათი
|
6 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ პროპორციულ
ნაწილებად დაყოფასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნას.
შეფასება: განმსაზღვრელი
და განმავითარებელი.
საშინაო დავალების
შეფასებისას გამოვიყენებ რუბრიკას და გავაკეთებ განმავითარებელ კომენტარს
რუბრიკა- პროპორციულ ნაწილებად დაყოფასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნის
შესაფასებლად, განტოლების ამოხსნის გზით.
კრიტერიუმი
|
ქულა
|
იაზრებს ამოცანის
პირობას
|
0-1
|
შემოაქვს პროპორციულობის
კოეფიციენტი და თითოეულ სიდიდეს გამოსახავს მისი წილის მიხედვით
|
0-1-2
|
მსჯელობს განტოლების
შედგენის გზებზე
|
0-1
|
ადგენს პირობის
შესაბამის განტოლებას
|
0-1
|
ხსნის განტოლებას
|
0-1-2
|
პოულობს ნაწილების
მნიშვნელობას
|
0-1-2
|
აფიქსირებს
ცალსახა პასუხს
|
0-1
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების
ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი
არ არის ჩართული
|
ჯგუფის წევრთა
უმრავლესობა ჩართულია
|
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა
და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს
და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის
მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ
მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ
მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით
|
დროის ლიმიტის
დაცვა
|
ვერ ჩაეტივნენ
განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ
დაარღვიეს დროის ლიმიტი
|
იცავენ დროის
ლიმიტს
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ჯგუფის დავალებების
შესრულება
|
ჯგუფმა დავალებები
ვერ შეასრულა
|
ჯგუფმა ყველა
დავალება შეასრულა, ჰქონდა ხარვეზები
|
ჯგუფმა ყველა
დავალება სწორად შეასრულა
|
No comments:
Post a Comment