ქართველი მათემატიკოსები
ნიკო მუსხელიშვილი (1891–1976)– საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებზე, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში.
(დამატებითი ინფორმაციის სანახავად, მაუსი დააწკაპუნეთ გვარ-სახელზე)
ილია ვეკუა (1907–1977) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კერძო წარმოებულიან დიფერენციალური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად.
(დამატებითი ინფორმაციის სანახავად, მაუსი დააწკაპუნეთ გვარ-სახელზე)
ანდრია რაზმაძე (1889–1929) – მან პირველმა შეადგინა და გამოსცა მათემატიკის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. შექმნა ამ დარგის ტერმინოლოგია. მისი აქტიური მოღვაწეობით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა.
(დამატებითი ინფორმაციის სანახავად, მაუსი დააწკაპუნეთ გვარ-სახელზე)
გიორგი ნიკოლაძე (1888–1931) – შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ, შექმნა პირველი სახელმძღვანელოები "ანალიზურ გეომეტრიასა" და "დიფერენციალურ გეომეტრიაში". ავტორია ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
(დამატებითი ინფორმაციის სანახავად, მაუსი დააწკაპუნეთ გვარ-სახელზე)
No comments:
Post a Comment